“ამაზეც მიიღებენ წინააღმდეგობას“- სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების“ საჩივარზე

06.06.25 18:15
“ამაზეც მიიღებენ წინააღმდეგობას“- სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების“ საჩივარზე

ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს უჩივის-სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ “მსგავსი ტიპის რეპრესიული კანონებით ვერ შეაშინებენ იმ ადამიანებს, ვინც მათ პოლიტიკას აპროტესტებს.“

მათივე თქმით, “ოცნებას“ მხოლოდ აქტივისტები არ აგინებენ, მათ აგინებს ყველა, ვისაც პრეტენზია აქვთ მათთან.

“ოცნებას“ არ აგინებენ მხოლოდ აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ აგინებს ყველას, ვისაც პრეტენზია აქვს ე.წ. ხელისუფლებასთან. ეს იქნება  სოციალურად დაუცველი, ადამიანი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდება და ა.შ. -ამბობს გელა ხასაია.

რამდენჯერაც მათ გადაწყვიტეს, რომ დამსხდარიყვნენ და რაღაცები დაეწერათ, რაც არაკონსტიტუციურია, იმდენჯერ მიიღეს წინააღმდეგობა. ახლა რასაც გეგმავენ, ამაზეც მიიღებენ წინააღმდეგობას. როგორ არის? წყველაზე და რაღაცებზეა ხო? “ქართული ოცნება“ ამოწყდი, დამხობა რუსულ რეჟიმს,- ამბობს შუშანა მაცაბერიძე.

გინება სოცქსელში დასჯადი ხდება-ფრაქცია “ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.

“ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები შეაგროვეს, იქნებოდა ეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტები, სატელევიზიო ეთერში გამოხატული აზრი, ან საჯარო სივრცეში დაფიქსირებული პოზიცია, რაც მათ მიიჩნიეს, რომ შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამ ყველაფერს შსს-ს წარუდგენენ.

  • ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივრის მიზანია "მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება".

მსგავსი სიახლეები