ცდილობს თუ არა პროკურატურა, ჩამოშლას გადაარჩინოს იმ აქტივისტების საქმეები, რომელსაც საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს?

06.06.25 20:31
ცდილობს თუ არა პროკურატურა, ჩამოშლას გადაარჩინოს იმ აქტივისტების საქმეები, რომელსაც საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ამტკიცებს, რომ მან ოთხ საათში გაშიფრა და ამოიცნო ყველა ადამიანი, ვინც პროევროპულ აქციაზე პოლიცის მისამართით საგნებს ისროდა. ლევან ნიჟარაძე პროკურატურის პირველი მოწმე აღმოჩნდა, რომელმაც საბრალდებო სკამებზე მსხდომი პირების გვარები დაასახელა და ამტკიცებდა, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს.

დღევანდელი პრიოცესის შემდეგ გაჩნდა კითხვა, ცდილობს თუ არა პროკურატურა ჩამოშლას გადაარჩინოსიმ აქტივისტების საქმეები, რომელსაც საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს? 

აქამადე ვერცერთმა მოწმემ ვერცერთ ბრალდებულს ხელი ვერ დაადო. გამომძიებელი ნიჟარაძე პირველი აღმოჩნდა. დღევანდელ პროცესზე მან თქვა, რომ დაკავებულთა მამხილებელ მტკიცებულებებს პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის დახმარებით შიფრავდა.

თუ მოწმეს დავუჯერებთ, მას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაციაც შესაძლო დანაშაულის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოწმემ, მისი შეფასებით, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ადამიანები ისე ამოიცნო, რომ ექსპერტიზის დასკვნას არ დალოდებია. ეს გარემოება ადვოკატებისთვის არა დამაჯერებლად ჟღერს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები