"თავისუფლება სტუდენტებს" - მოქალაქეებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

06.06.25 19:31
"თავისუფლება სტუდენტებს" - მოქალაქეებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

თბილისის ქუჩებში დაკავებული თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება - მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.

ადგილზე დროებით შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა. პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა გზაზე ბანერი გაშალეს, წარწერით - "თავისუფლება სტუდენტებს".

რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები სკანდირებენ - "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია". 

ცნობისთვის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. 

საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და "ქართული ოცნების" მმართველობა შეძახილებით გააპროტესტეს.

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს",  "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.

მსგავსი სიახლეები