პროტესტის 191-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

06.06.25 19:49
პროტესტის 191-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდასაჭერმა საპროტესტო აქციამ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა - მოქალაქეები რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტამდე მსვლელობით მივიდნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. 

პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა საავტომობილო გზაზე ბანერი გაშალეს, წარწერით - "თავისუფლება სტუდენტებს". მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით არიან მისულები, სკანდირებენ - "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია". 

ცნობისთვის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. 

საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და "ქართული ოცნების" მმართველობა შეძახილებით გააპროტესტეს.

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს",  "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.

მსგავსი სიახლეები