დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილ ნარკოტიკების ლაბორატორიას რუსეთის ორი მოქალაქე მართავდა - ახალი დეტალები

06.06.25 20:17
დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილ ნარკოტიკების ლაბორატორიას რუსეთის ორი მოქალაქე მართავდა - ახალი დეტალები

დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილი ნარკოტიკების ლაბორატორიას რუსეთის 26 და 28 წლის მოქალაქეები მართავდენ. ორივე ბრალდებული ახლა სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. ვლადისლავ მაკარჩუკმა და ალექსეი კოროლევმა მოსამართლის არცერთ კითხვას არ უპასუხეს.

ამის მიუხედავად, საქმის პროკურორი ამბობს, რომ უმძიმესი ბრალდება ორივე დაკავებულმა აღიარა. ახლა ორივე მათგანს უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. საგამოძიები მოქმედებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის, გახლავთ კოკაინის თხევადი ნივთიერება 7 ლიტრამდე, ასევე ამოღებული იქნა 2 კგ-ზე მეტი მცენარე კანაფი, რომელიც დათესეს და მოიყვანეს საცხოვრებელ სახლში, ნაქირავებ ბინაში. აღნიშნული ბრალდებული, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ინანიებს, - ამბობს პროკურორი. 

გამოძიება ახლა ადგენს, ახდენდნენ თუ არა ამ კუსტარული ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციას ბრალდებულები და რამდენი ხანი გრძელდებოდა მომაკვდინელებელი ნივთიერებით ვაჭრობა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში ნარკოტიკების ლაბორატორია აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილ ლაბორატორიაში, თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ.

დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.

ასევე სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე კანაფი“.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები