აქტივისტებს მასშტაბურად დევნიან, მათ დაშინებას ცდილობენ - ნინი ქემაშვილი
აქტივისტებს მასშტაბურად დევნიან, შურისძიებას ახორციელებენ, - ასე ეხმაურება უჩა ქემაშვილის და, ნინი ქემაშვილი მისი ძმისთვის 10-დღიანი პატიმრობის მისჯას.
ნინი ქემაშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტისთვის ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვება ერთადერთ მიზანს, მოქალაქეების დაშინებას და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.
ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უფასოდ არიგებდა ალუჩას. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს რაღაც ნაჭერი დაწვა. მასშტაბური დევნა არის აქტივისტების, მასშტაბური შურისძიება და დაშინებაა, რომ იგივე არ გააკეთოს სხვამაც და არ გამოვიდნენ გარეთ. დღეს დაზიანება მივიღე. თუმცა არა უშავს, მინიმალურია. დღეს ბატონმა დავით თეთრეულმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 10-დღიან პატიმრობაში გაუშვას. რის გამო? რეალურად არაფრის გამო. ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე გაუშვეს ჩემი ძმა პატიმრობაში, არადა მათ ერთმანეთისგან გამომრიცხავი ჩვენებები მისცეს." - განაცხადა ნინი ქემაშვილმა.
აქტივისტი უჩა ქემაშვილი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 27 მაისს დააკავეს, სასამართლომ 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
"ქვეყანაში სასამართლო აღარ არის. ბრძოლა გრძელდება. ცეცხლი ოლიგარქიას", - თქვა უჩა ქემაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაყვანამდე.