„სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს ვერ ემსახურება - რა ხდება მეტროსადგურზე
მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს ვერ ემსახურება - როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ მიზეზი ტექნიკური შეფერხებაა.
მათივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ და სადგური მგზავრებს მალე მოემსახურება.