გავა თუ არა გამოძიება ნარკოტიკების ლაბორატორიის ახალ კვალზე?
გავა თუ არა გამოძიება ნარკოტიკების ლაბორატორიის ახალ კვალზე? - "პირველების" ინფორმაციით, თბილისში არსებული ორი ლოკაცია - საუბარია მაჭარაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაქირავები ბინებზე, სადაც ნარკოტიკებს კუსტარულად ამზადებდნენ, არ არის ერთადერთი მისამართი და მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეებს სხვა ბინებიც ჰქონდათ ნაქირავები, სადაც არა მარტო კოკაინს, არამედ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებებს ამზადებდნენ. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ამ მხრივ გამოძიება უკვე აქტიურად მუშაობს.
ასევე, "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, ალექსეი კოროლევი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობას აცხადებს. სავარაუდოდ, სწორედ მისგან გაიგებს უფრო მეტს გამოძება.
კოკაინის ლაბორატორიას შექმნაში ბრალდებული ვლადისლავ მაკარჩუკი და ალექსეი კოროლევი გუშინ მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. არც ერთი დაკავებულს სხდომათა დარბაზში დუმილი არ დაურღვევია. თუმცა გამოძიების ინფრომაციით, ორივე ბრალდებულმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა.
რუსეთის 27 და 29 წლის მოქალაქეებს 20 წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა არ არ არის გამორიცხული,მათ წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებებიც გამოჩნდეს და ბრალი დაუმძიმდეთ.
"პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, საუაბრია ალექსეი კოროლევზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობას აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ნარკოტიკების ლაბორატორია აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილ ლაბორატორიაში, თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ.
დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.
ასევე სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე კანაფი“.