"არ გავჩერდებით" - აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების მშობლები სამეგრელოში ჩავიდნენ
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების მშობლები სამეგრელოში იმყოფებიან - მათი პირველი გაჩერება წალენჯიხაა. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და ურიგებენ გაზეთებს, რომელიც ციხეებიდან გამოგზავნილ წერილებს აერთიანებს.
წალენჯიხაში ჩასული დედები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მათი შვილები "სინდისის პატიმრები" არიან, სწორედ ამიტომ, მათივე განმარტებით, ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.
ჩვენ გადავწყვიტეთ ბრძოლა. არასდროს გამოსულა ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვითომ პრეზიდენტი და არ დაინტერესებულან, რა გვიჭირდა ჩვენ, როგორ ვიღვიძებთ დილით და როგორ ვიძინებთ ღამით. გადავწყვიტეთ, არ გავჩერდებით. სინდისის პატიმარსაც ვიტყვით, რეჟიმის პატიმარსაც და ჭორვილელ ვისთვისაც. დაგვიდგნენ და დაგვიჭირონ". - განაცხადა მარიზი კობახიძემ.
პატრიოტი შვილების დედები ვართ, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი საქართველოსთვის, სტუდენტების ბედნიერი მომავლისთვის, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველოსთვის. ჩემი შვილი ნამდვილად არის რეჟიმის პატიმარი, პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი ამ მთავრობის ხელში. ვერავინ ვერ დამიშლის ამის თქმას". - განაცხადა ნანი წულაიამ.