როგორ მოხვდა რუსული მარცვლეულის ბიზნესში ზარქუას ცოლის ძმა?!
ირაკლი ზარქუას ცოლის ძმა "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის კვლევის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც "მელაძის შაბათს" სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცმების" წევრის ნათესავი, გიორგი თავართქილაძე რუსული მარცვლეულით ვაჭრობს და ამ მიზნით შექმნილ კომპანიასაც, რუსეთის მოქალაქესთან ერთად აფუძნებს.
დოკუმენტების თანახმად, ზარქუას ცოლის ძმა ბიზნესმენი მას შემდეგ გახდა, რაც მისი დის ქმარმა, თბილისის საკრებულოდან, საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა:
- 2020 წელს ჩატარებული არჩევნებიდან 1 თვეში, გიორგი თავართქილაძემ დააფუძნა კომპანია ,,ლარსის მარცვლეულის ტერმინალი.’’
- ირაკლი ზარქუას ცოლის ძმის კომპანიის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი სტეფანწმინდაა, სოფელ აჩხოტი. აქ დგას მარცვლეულის შესანახი სილოსი და გამოკრული საინფორმაციო დაფის მიხედვით, იგეგმება მეორე ასეთი ბუნკერის მშენებლობაც.
- ნუგზარ ყამარაული, რომელიც ტერმინალში დიდი ხანია, მუშაობს, "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ იცნობს როგორც ირაკლი ზარქუას ცოლის ძმას, ისე მეორე დამფუძნებელს, რუსეთის მოქალაქე აბას მამედოვსაც.
- "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნაკლები ხარჯის გაწევისა და მეტი მოგების მიღების მიზნით, რუსული მარცვლეული ზარქუას ცოლი სძმას, სპეციალური სქემით შემოჰქონდა. ყამარაულის მონათხრობით ირკვევა, რომ "საქმე დალაგებულია საბაჟოზეც".
როგორ მოხვდა რუსული მარცვლეულის ბიზნესში ზარქუას ცოლი სძმა?! - ამ შეკითხვას გიორგი თავართქილაძე გაექცა. "ლარსის მარცვლეულის კომპანიის" 50%-ს, ზარქუას ცოლის ძმასთან ერთად, დაფუძნების მომენტში, ფოთის მარცვლეულის ტერმინალიც ფლობდა.
მეწარმეთა რეესტრის, 2020 წლის ამონაწერით, როცა ფოთის მარცვლეულის ტერმინალი, ირაკლი ზარქუას ცოლის ძმის ბიზნესპარტნიორი გახდა, მისი მფლობელები იყვნენ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალექსეი ჩემერიჩკო და მარატ შაიდაევი, რომელიც თავის მხრივ, ვაჟა სირაძის ძმის ბიზნეს პარტნიორიცაა.
გიორგი თავართქილაძემ "შაბათის ეთერის" არცერთ კითხვას არ უპასუხა, კითხვებზე პასუხის გაცემას ლანძღვა არჩია თავად ირაკლი ზარქუამაც.