"გვაგინებდა, აგრესიული იყო" - ფოტოგრაფი ამბობს, რომ მძღოლმა აქტივისტებისთვის ავტობუსის დაჯახება სცადა

08.06.25 11:33
"გვაგინებდა, აგრესიული იყო" - ფოტოგრაფი ამბობს, რომ მძღოლმა აქტივისტებისთვის ავტობუსის დაჯახება სცადა

ფოტოგრაფი ზურა ვარდანაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე აქტივისტების პერფორმანსს იღებდა, ამტკიცებს, რომ ავტობუსის აგრესიულმა მძღოლმა მისთვის და აქციის მონაწილეებისთვის სატრანსპორტო საშუალების დაჯახება სცადა. მისი თქმით, ამას ხედავდა რესპუბლიკის მოედანზე მყოფი სამი საპატრულო ეკიპაჟი, თუმცა სავარაუდო დანაშაულზე თვალი დახუჭა.

შემთხვევა ელბაქიძის დაღმართზე, გასულ ღამეს ათობით კამერის წინ მოხდა. ჟურნალისტმა გაასაჯაროვა იმ ავტობუსის სანომრე ნიშანიც, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მოხდა.

ფოტოგრაფი "პირველებთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ დრომდე მას არავინ დაკავშრებია და გამოძება არ დაწყებულა.

გუშინ იყო ორი პერფორმანსი ზებრაზე პროტესტის მონაწილეების. ერთი ბარათაშვილის ხიდთან და მერე გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო ელბაწიძის დაღმართზე ზებრა გადასასვლელზე. ავტობუსი იყო უკან, რომელიც მოაუახლოვდა პროტესტის მონაწილეებს ზებრასთან, გააჩერა, გააღო კარი, დაიწყო შეურაცხყოფა და გინება. როდესაც კარი დაკეტა და დაძვრას აპირებდა, ამ ლანძღვა-გინების შემდეგ, უცბად გაიცინა, აიღო მკვეთრად საჭე მარჯვნივ შეგნებულად და გზის პირას, სადაც მე ვიდექი, დაძრა მკვეთდა ავტობუსი. იქიდან გამომდინარე, რომ ავტობუსი მაინც მაღალი ავტომობილია, უბრალოდ, უკან გადამაგდო. გზის ზედა მხარეს იდგა სამი ფურგონი პოლიციელების, რომლებიც, სავარაუდოდ, ხედავდნენ ამ პროცესს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა, არც იმ მომენტში, არც იმ მომენტის მერე. ვიდეოში ჩანს სანომრე ნიშნები, ფოტომასალაც არსებობს, რომელიც გადავიღე იმ მომენტში, - ამბობს ვარდანაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები