"თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - დაკავებული აქტივისტების დედები ზუგდიდში დღეს აქცია-მსვლელობას გამართავენ
"თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ამ სახელწოდების აქცია-მსვლელობა დღეს ზუგდიდშია ჩანიშნული. სამხარეო ადმინისტრაციის შენობა პროტესტის ეპიცენტრი საღამოს 19:00 საათზე იქნება. სამოქალაქო აქტივისტები და პროევროპულ აქციებზე დაკავებულების მშობლები შვილების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ლუკა ჯაბუას, თორნიკე გოშაძის და გიორგი მინდაძის დედები საპროტესტო აქციის დაწყებამდე ქალაქში მსვლელობას გამართავენ და მოქალაქეებს გაზეთს "თვისუფლების ხმა ციხიდან" დაურიგებენ.
თბილისიდან პირდაპირ წამოვედით, ჩვენი შვილების წერილები რომ დავარიგოთ. გუშინ ვიყავით წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, დღეს ისევ ჯვარზენში ვართ. ხალხის მოთხოვნით კიდევ დავარიგეთ დღესაც ისევ, სადაც დიდი სითბოთი და სიყვარულით შლიან გაზეთებს და კითხულობენ თითოეული პატიმრის სიტყვებს. გამოვფხიზლდეთ, გამოვცოცხლდეთ, მედგრად დავდგეთ და წინ წავიდეთ ჭეშმარიტი საქართველოსთვის, - ამბობს გიორგი მინდაძის დედა.
პატიმარ თორინკე გოშაძის დედა ამბობს, რომ "ოცნების" ქმედებებს სრულიად საქართველოს გააცნობენ.
მეგონა, რომ იქნებოდა საზოგადოება ისეთიც, რომელიც ლანძღვას მოგვაყოლებდა. არ არსებობდა ადამიანი, ვისაც გულთან არ მოეტანა ჩვენი შვილების ამბავი, ჩვენი, დედების ამბავი. აუცილებლად გავაცნობთ სრულიად საქართველოს ჩვენი მარიონეტი ხელისუფლების საქციელს, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა.
დედებმა გაზეთების დარიგება თავდაპირველად დედაქალაქიდან დაიწყეს, ახლა კი რეგიონებში იმყოფებიან.