ეპისკოპოსის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება დაიწყო

08.06.25 19:10
ეპისკოპოსის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ეპისკოპოსის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პრიკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. 

საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი  განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, - ნათქვამია საგამოძებო უწყების განცხადებაში. 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მის მკვლელობას ამზადებდნენ და ამისთვის გადაბირებული ჰყავდათ ერთ-ერთი მონაზონი. ამის შესახებ მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ამბიონიდან ისაუბრა.

სასულიერო პირმა თქვა ისიც, რა გზით გეგმავდნენ მის ლიკვიდაციას  - ეკლესიის მონაზონს მაღალი იერარქისთვის საწამლავი საკვებში უნდა ჩაეყარა.

სასულიერო პირი ხელს მთავრობის მოქმედ წევრს ადებს და ამბობს, რომ ის უშიშროების უწყების წარმომადგენელია. 

 

მსგავსი სიახლეები