სახელმწიფო კომპანიებში ფიქტიურად დასაქმებულები - რაში უხდიან ფულს "ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს?
ნეპოტიზმი, კორუფცია და დასაქმება პოლიტიკური ნიშნით - ასე ეხმაურება ოპოზიცია შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების სერიას სამახურებში, სავარაუდოდ, ფიქტიურად გაფორმებულ პარტიის მხარდამჭერებზე. შაბათის გუნდის ხელშია დასაქმებულთა სია “საქრუსენერგოდან.”
დოკუმენტებით დგინდება, რომ სახელმწიფო კომპანიიდან თვეებია ათობით ათას ლარს "ოცნების" ყოფილი დეპუტატები, ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი შოთაძის, ირაკლი ჩიქოვანის ოჯახის წერები და პაარტიის შემწირველი ბიზნესმენების უახლოესი გარემოცვა იღებს.
“საქრუსენერგო” სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც პასუხისმგებელია ელექტროგადამცემი ხაზების გამართულ მუშაობაზე. ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 4 ქართველი წევრიდან 3 ენერგეტიკასთან შეხება არასდროს ჰქონია. მათ შორის ერთ-ერთი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენის, ნოშრევან ნამორაძის ცოლის დაა. მას შედეგ, რაც შაბათის ეთერი თეა გაბადაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ცოდნა გააჩნია ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, გაბადაძემ მუქარის წერილი გამოაქვეყნა და გამომძიებელ ჟურნალისტებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია.
მაღალანაზღაურებად პიზიციებზე მრჩევლის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით გაფორმებულ პირებს „საქრუსენერგოში“ ვერავინ ცნობს. არავინ იცის, რა თანამდებობაზე იყო და რას საქმიანობდა ღარიბაშვილის ცოლის ძმა. არადა, ის სახელმწიფო კომპანიიიდან ხლფასს 8 წლის განმავლობაში იღებდა. კორპორაციაში თანამშრომლებს არ დაუნახავთ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე. დოკუმენტების თანახმად ის ამ დრომდე კომპანიის ოფიციალური თანამშრომელია.
ჟურნალისტური გამოძიება მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ადამიანებზე მომზადდა. რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ისინი ფიქტიურად არიან დასაქმებული სტრატეგიულ სახელმწიფო კომპანიაში, თუმცა სამსახურში, ფაქტობრივად, არ დადიან.
დოკუმენტებით დასტურდება, რომ ათეულობით ათასი ლარი ბიუჯეტიდან ერიცხებათ ყოფილ დეპუტატებს, მაღალჩინოსნების ნათესავებს და პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენების გარემოცვის წევრებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.