აქტივისტ ანტონ ჩეჩინზე ფიზიკურად იძალადეს - რა მოხდა გლდანის ციხეში

08.06.25 20:15
აქტივისტ ანტონ ჩეჩინზე ფიზიკურად იძალადეს - რა მოხდა გლდანის ციხეში

საკნიდან ძალის გამოყენებით გამოთრევა, ცემა და კარცერში ჩაგდება - მძიმე ამბავი გლდანის ციხიდან პატიმრის ოჯახს თანამესაკნემ აცნობა. მეუღლის თქმით, სინდისის პატიმარი ახლა მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას არც პენიტენციური სამსახური და არც ციხის ადმინისტრაცია არ აწვდიან.

თანამესაკნის მონაყოლის მიხედვით, ანტონ ჩეჩინს საკანში გლდანის ციხის საბადრაგო სამსხური შეუვარდა, ძალის გამოყენებით გამოათრიეს და კამერების მიღმა სცემეს. დასჯის მიზნით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი ცემის შემდეგ, სავარაუდოდ, კარცერში გამოკეტეს. 

სინდისის პატიმრის ცემას ადასტურებს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელმა ადვოკატს უთხრა, რომ სინდისის პატიმარს სხეულზე ცემის შედეგად მიყენებული დალურჯებები აქვს. ჩეჩინის ადვოკატი ამბობს, რომ სინდისის პატიმარს თავში სიმსივნე აქვს, მდგომარეობა ბოლო პერიოდში ისედაც მძიმე იყო, იმდენად, რომ ჩეჩინი მის სასამართლო პროცესებს ვერ ესწრებოდა. ადვოკატი პენიტენციურ სამსახურს განმარტებებს სთხოვს. ამბობს, რომ პატიმრის სიცოცხლე საფრთხეშია.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები