ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გაუქმდა - რა რისკებზე საუბრობენ სპეციალისტები

08.06.25 20:38
ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გაუქმდა - რა რისკებზე საუბრობენ სპეციალისტები

ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო დამოუკიდებლად აღარ იარსებებს. ის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს შეუერთდება. უმუშევრად დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც ბავშვებზე ზრუნვას წლები შესწირეს.

განათლების სამინისტროს ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ შშმ აქტივისტებს ის პერიოდი გაახსენა, როდესაც საზოგადოების ცნობიერება იმდენად დაბალი იყო, რომ მათი უფლებები ინტენსიურად ირღვეოდა. ადამიანები, რომლებმაც სისტემის გაუმართაობა საკუთარ თავზე გამოსცადეს, მოსალოდენელ რისკებზე საუბრობენ.

"გააუქმეს სტრუქტურა - მიიღებენ წინააღმდეგობას" - მშობლები დანებებას არ აპირებენ. უწყებამ გადაწყვეტილება ჩუმად:  შშმ პირების, მათი ოჯახის წევრებისა და დარგის  სპეციალისტების გარეშე მიიღო, რაც მათ უმყარებს ეჭვებს, რომ ეს რეორგანიზაციად შეფუთული რეპრესიებია.

სწორედ ამიტომ, 9 ივნისს 14:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან დადგება ყველა: შშმ პირები, მშობლები, მასწავლებლები, სპეციალისტები, უფლებადამცველები და ის მოქალაქეები, რომლებიც უსამართლობას არ ეგუებიან.

თამარ იარაჯული

დამოუკიდებლად ფუნქციონირებას წყვეტს სკოლამდელი განათლების სამმართველოც. კრიტიკის ადრესატი, განათლების სამინისტრო ამტკიცებს, რომ ორივე შემთხვევაში - ეს არა გაუქმება, არამედ სამმართველოების გაერთიანებაა, რაც  მათ ფუნქციონირებას უფრო ეფექტურს გახდის.  ამის ფონზე, ჩნდება რიტოკული კითხვა: თუკი ეს არგუმენტი რეალურია, მაშინ რატომ შეეწირნენ რეორგანიზაციას პროფესიონალები? პასუხი მარტივია: „ქართულმა ოცნებამ“ ისინი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო დასაჯა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები