სახელმწიფო საწარმოს ერთ-ერთი შეფი ჟურნალისტებს “თავის მოხერხვით" ემუქრება
სახელწმიფო კორპორაცია "საქრუსენეგოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თეა გაბადაძე საგამოძიებო რეპორტაჟის გამო ჟურნალისტ თამთა დოლენჯაშვილს “თავის მოგლეჯვით” ემუქრება, ჟურნალისტ ნატო გოგელიას კი, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება სოციალური ქსელით გააზიარა, “თავის მოხერხვით”.
საჯარო სივრცეში სიცოცხლის მოსპობის ღია მუქარის მოუხედავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირება არ მოუხდენია.
სახელმწიფო კომპანია "საქრუსენეგორში" დასაქმებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერების, "ქართული ოცნების" ლიდერთა ოჯახის წევრების დასაქმების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ნოდარ მელაძის შაბათმა გუშინ, 7 ივნისს მოამზადა.
გამომიძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მამა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ძმა და სხვები.