ვინ ამზადებდა სასულიერო პირის მკვლელობას - დგას თუ არა ლიკვიდაციის მცდელობის უკან "ოცნების" მაღალჩინოსანი?
სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ამბიონიდან ღიად დღეს ილაპარაკა და ხელი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანს დაადო. მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ეპარქიაში მცხოვრები მონაზონი შანტაჟის გზით გადაიბირეს და დაავალეს, რომ მაღალი იერარქისთვის საწამლავი საკვებში უნდა ჩაეყარა ან ხელზე წაესვა და მოეკლა. სინოდის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ პირი, ვინც მისი მკვლელობა დაუკვეთა, უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანია, რომელიც სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას და მონაზვნის დარწმუნებას ერთი წლის მანძილზე ცდილობდა.
ეპისკოპოსი, სავარაუდოდ, ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს გულისხმობს. ფაქტები ერთმანეთს ემთხვევა. "პირველების" ინფორმაციით, ორი დღის წინ მარნეულში დაპირისპირება გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებასა და ეპარქიის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ადგილზე იყო სროლაც. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად შინჯიკაშვილის და მისი თანმხლები პირები იძულებულები გახდნენ, ეპარქია დაეტოვებინათ. დღეს გაკეთებულ განცხადებაშ ეპისკოპოსი ადასტურებს, რომ პირი, ვინც მის ლიკვიდაციას გეგმავდა, ეპარქიაში სცემეს.
მარნეულში ეპარქიასა და პოლიციის შენობას შორის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე რომ ფიზიკური დაპირისპირება და სროლა იყო, პირველებს დაგვიდასტურეს ადგიობრივებმაც, ვინც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგო. უცნობია, რას უკავშირდება, სავარაუდოდ, შინჯიკაშვილის დაჯგუფებასა და ეპისკოპოსის მრევლს შორის დაირისპირება. მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.