ციხეში დაწერილი წერილები ხალხს - დაკავებული აქტივისტების დედები ზუგდიდში აქციას მართავენ

08.06.25 20:37
ციხეში დაწერილი წერილები ხალხს - დაკავებული აქტივისტების დედები ზუგდიდში აქციას მართავენ

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია იმართება. იქ ახლა დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები და ევროპული მომავლის მცველები არიან შეკრებილები. მოქალაქეები იმ წერილებს კითხულობენ, რომელიც გლდანის და რუსთავის ციხეში დაიწერა და შემდეგ ერთ გაზეთში დაიბეჭდა.

ორი დღის განმავლობაში სამეგრელოში აქტვისტების მშობლებმა თითქმის 15 ათასამდე გაზეთი დაარიგეს. ამბობენ, რომ მათი შილები სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან და ამას არ შეეგუებიან. 

უფრო დიდი ძალა მომცა ამ სამეგრელომ. ისინი ყოფილანს აოცარი ხალხი. უფრო დიდი შემართებით ვბრუნდები თბილისში. ეს მოგზაურობა არ დამთავრდება, ამ გაზეთებს კიდევ დავბეჭდავთ და მთელ საქართველოში ვივლით. მთელ საქართველოს გავაგებინებთ არა მარტო ჩვენი უდანაშაულო შვილების ამბავს, არამედ გავაგებინებთ მარიონეტი ხელისუფლების ამბავს, რასაც წარმოადგენენ ესენი. ჩვენი შილები არიან მართლები და ისინი არიან დამნაშავეები, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე. 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები