თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს იმ პოლიციელს უნდა მოუსმინონ, ვინც უშუალოდ ნიკა კაციას დაკავებაში მონაწილეობდა.
ბრალდებული ჟურნალისტის ცნობით, სწორედ გიორგი როსოფიძეა ის ადამიანი, ვინც ნარკოტიკის ჩადებაში მონაწილეობდა. შესაბამისად, დიდი ალბათობით პროკურატურის მოწმეს შეკითხვებს დაუსვამს თავადაც.
გარდა ამისა დაცვის მხარეს აინტერსებს, ვინ ამოიღო საქმის მასალებიდან ოქროს მოწმის, ტაქსის მძღოლის ჩვენება.
ვნახავთ, რა მორიგ იდიოტიზმს მოფიქრებს პროკურატურა, საგმოძიებო უწყება თუ ვისაც ეხება. არ ვიცი რისი მოლოდინი უნდა მქონდეს. ნორმალური და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, იმდენად არაფერი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლებდნენ, თუმცა ვიზიარებ იმ რეალობას, რაშიც ვიმყოფებით და არაფრის მოლოდინი არ მაქვს, - ამბობს ნიკა კაციას ძმა.
“იქნება მორიგი ბოდვა და თავის მართლება. ნიკა ძალიან მხნედ არის, სიმართლე აძლევს ძალას“ - ამბობს კაციას დედა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.