“ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“-ბათუმში, აქციაზე ფილმის ჩვენება გაიმართება

09.06.25 12:28
“ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“-ბათუმში, აქციაზე ფილმის ჩვენება გაიმართება

დღეს, 9 ივნისს, უწყვეტი პროევროპული აქციების 194-ე დღეს,  21:00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ფილმის ჩვენება-“ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“ გაიმართება.

ინფორმაციას “ბათუმელები“ ავრცელებს.

მანამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

ასევე დღეს, 9 ივნისს, 13:00 საათზე, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ საქმის დასრულების შემდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეზე სილის გაწვნის პროცესი გაგრძელდება – არსებითი განხილვა.

მსგავსი სიახლეები