კოტე იოსელიანი გამოკითხვაზეა დაბარებული
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ბოკუჩავას მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მის მეუღლე, კოტე იოსელიანს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.
“პირველების“ ინფორმაციით, ის პოლიციაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვს დაკითხვას.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის თქმით, პარტია მონიტორინგს გაუწევს შესაბამის ორგანოებს ან უწყებებს, როგორ მოხდება პარტიის თავმჯდომარის ქმრის გატაცების საქმის გამოძიება.
პოლიტიკოსი იქვე ამბობს, რომ დღეს საქმის ობიექტური გამოძიების მოლოდინი არავის აქვს.
“დადგება დრო და ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული“,- თქვა მან.
მე როგორც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება უკვე დაუკავშირდა და ის უკვე გადაწყვეტილებას მიიღებს, ადვოკატთან ერთად, თუ როგორი ფრომით მოხდება მისი დაკითხვა. ეს იქნება სასამართლოში, თუ საგამოძიებო ორგანოში. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის უმძიმესი ფაქტი, თუ კიდევ ვინმე ვერ ხედავდა, საით მიჰყავს ივანიშვილს ქვეყანა, კიდევ ერთხელ დარწმუნდება. პირდაპირ ეთერში გვინახავს ადამიანების გატაცების და სიკვდილამდე ცემის ფაქტები, მაგრამ რომელიმე გამოიძიება გვინახავს? მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველა მსგავსი ფაქტი იყოს მიჩქმალული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს, კონკრეტულ დროს პასუხი გაეცემა,- განაცხადა ბოტკოველმა.
დღეს, 9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.
ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.
ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.
8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.
ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი".