ხმაური და დაპირისპირება პოლიტიკური ლიდერების სასამრთლო სხდომაზე

09.06.25 15:41
ხმაური და დაპირისპირება პოლიტიკური ლიდერების სასამრთლო სხდომაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროცესები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე იმართება. ბადრი ჯაფარიძემაც და გიორგი ვაშაძემაც დღეს მოსამართლეებს მოსთხოვეს, დაიბარონ გამოკითხვაზე "ქართული ოცნების" ის წევრი, რომლის საჩივრის საფუძველზეც მათ ბრალდებულების სტატუსი აქვთ, თუმცა სასამართლო უარზეა.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" სასამართლოც და პროკურატურაც საკუთარი დავალებების შემსრულებლად ჰყავს გადაქცეული.

ბუნებრივია, რომ მოწმედ უნდა დაკითხულივნენ ის ადამიანები, რომლებმაც შემდგომ მოითხოვეს ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მაგრამ, პროკურატურამ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ამას და შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა.
 

როდის ჩაატარეს სხდომა, რომლის თაობაზეც არ იცის იმ ადამიანმა, ვისაც დაევალა ჩემი მიწვევა. არ იცის იმ ადამიანმა, თქვა, რომ „მე არ ვიცი ჩატარდა თუ არა სხდომა“ და ვერ გაიხსენა, ვინ უთხრა მას, რომ ჩემთვის გამოეგზავნა მოწვევა ეს ხომ ელემენტალურია. თუკი გამოძიებაზეა საუბარი და სასამართლო სწორედ ამისთვის არის, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს ერთნაირი უფლებები. ხომ არ შეიძლება, ერთი მხარე იყოს სრულად პრივილეგირებული და მეორე მხარე იყოს იქ წარმოდგენილი ფორმალურად, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 
 

ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუა ხაზარაძეს, რეალურად, საგამოძიებო კომისიის არმიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან..

ჩვენ გვაქვს რეალურად სურათი იმგვარად, რომ საგამოძიებო კომისიის არმიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს. სწორედ ამ ფაქტობრივი მტკიცებულების დადასტურებაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის და სწორედ მოწმის ჩვენებით. თვითონ მტკიცებულება, რომელიც წარადინა პრიკურატურამ მოწმის სახით, ამის საფუძველზე დავაყენეთ ეს შუამდგომლობა და ჩვენი მხრიდან შეფასება არის, რომ სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, - ამბობს ადვოკატი. 

საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა გიორგი ვაშაძის პროცესიც. სხდომათა დარბაზთან ადგილი დაპირისპირებას ჰქონდა. ამის მიზეზი დარბაზში ტვ პირველის ჟურნალისტის არშეშვებამ გამოიწვია. ვაშაძემ სდომატა დარბაზი დატოვა, რის გამოც პროცესი გადაიდო.  

წარმოუდგენელი ძალადობა მოხდა ჩვენს თვალწინ, მოსამართლის თვალწინ ჟურნალისტთან მიმართებაში, ნანუკა ქაჯაიასთან მიმართებაში. კონკრეტულად იყო წარმოუდგენელი ფიზიკური ძალადობა და ამაზე მოსამართლეს რეაგირება არ ჰქონია და ამ პირობებში როგორ შეიძლება სხდომის გაგრძელება? მოვითხოვეთ სხდომის გადადება. პირდაპირ მოსამართლე ამბობს, რომ ყველა მოწმე, ყველა პროცედურა, შესავალი სიტყვა, ყველაფერი უნდა მორჩეს ერთ დღეში და დღის ბოლოს უნდა დაამთავროს სხდომა, ორშაბათს. მე ვეუბნები ამ ბანდიტურ დაჯგუფებას, რისი გეშინიათ? გეჩქარებათ ჩვენი ყველას დაჭერა? მერწმუნეთ, რომ ჩვენ არც ციხის გვეშინია და არც ბრძლის გვეშინია. თქვენ უნნდა გეშინოდეთ, - თქვა პროცესის შემდეგ გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გორგი ვაშაძეს გამოძიება წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება.  

მსგავსი სიახლეები