ხმაური საქალაქო სასამართლოში - ქალი აქტივისტი ამბობს, რომ მანდატურებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გააძევეს

09.06.25 17:34
ხმაური საქალაქო სასამართლოში - ქალი აქტივისტი ამბობს, რომ მანდატურებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გააძევეს

 

 

საქალაქო სასამართლოში დღეს ვითარება მოულოდნელად დაიძაბა - აქტივისტი ნინო დათაშვილი 8 სინდისის პატიმრის პროცესზე შესვლას ითხოვდა, თუმცა მანდატურებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.

ქალი ითხოვდა, დარბაზში შეეშვათ და თუკი მოსამართლე მას ეტყოდა, რომ სხდომას არ უნდა დასწრებოდა,  იქიდან უპრობლემოდ გამოვიდოდა. ამის მიუხედავად, მანდატურებმა მისი ნათქვამი არ გაითვალისწინეს და როგორც აქტივისტი ამბობს, ადგილს აგრესიული მეთოდით გაარიდეს. 

მეგობარი უნდა მენახა, პირველ დარბაზში მიმდინარეობს პროცესი რეჟიმის ტყვეების და უბრალოდ, აქეთ მხარეს იყვნენ სხვა აქტივისტები და იქ ელოდებოდნენ და უბრალოდ, მე მინდოდა, რომ მენახა მეგობარი, რომელიც პირველი დარბაზის წინ იყო, დარბაზიდან გამოვიდა, რომ ვენახე. გადავაადგილდებოდი პირველი დარბაზისკენ და მომვარდა დაცვა, აქ ნუ გადადიხარო, ჯაჯგური დამიწყო და ვუთხარი, მაჩვენე კანონი, რის საფუძველზე მეკრძალება, ვთქვათ, ორი მეტრის იქით არგადასვლა. ამ დროს დაუძახა და მომვარდა 10 კაცი, მანდატურები, გავეშებულები, ხელები მაქვს დაფხაჭნილი თავიდან ბოლომდე ისეთ დღეში ვიყავი და ვაღიარებ, რომ გავუწიე წინააღმდეგობა, სიტყვიერიც და ფიზიკურიც, იმიტომ, რომ ვიცავდი თავს. წავიდნენ და მიჩივლონ, - ამბობს ნინო დათაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში  ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის,  ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი გაიმართა.  

მსგავსი სიახლეები