“ძირს დამპალი რუსეთის იმპერია, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - რა ხდებოდა სინდისის 8 პატიმრის პროცესზე
8 სინდისის პატიმრის საქმე - დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მოწმეებად გამომძიებლები მიიყვანა.
საუბარია, დამკავებელ პოლიციელებსა და იმ პირებზე, ვინც კონკრეტული ბინების ჩხრეკაში მონაწილეობდა.
ერთ-ერთი მოწმე დღევანდელ პროცესზე ამტკიცებდა, რომ ფოიერვერკი, რომელიც აქციაზე გაისროლეს, პოლიციელებს მოხვდა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ სამართალდამცველებს აქტივისტების მიერ ნასროლი სხვადასხვა ნივთები ხვდებოდათ.
აღსანიშნავია, რომ მტკიცებულების სახით წარდგენილ 25 წამიან ვიდეკადრებში არ ჩანს, სად დგანან პოლიციელები, ანდა როგორ ხვდებათ მათ სხვადასხვა გასროლილი ნივთები.
სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები გამომძიებლეთან ადვოკატებს და თავად ბრალდებულებსაც. სინდისის პატიმრებმა პროკურატრუას ისიც კი ურჩიეს, მოწმე პროცესისთის კარგად მოემზადებინათ. დარბაზში ასევე ისმოდა დაკავებულების შეძახილების:
“ძირს დამპალი რუსეთის იმპერია, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - თქვა სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა სასამართლო პროცესზე.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდა ბიჭის სიტყვებს დამსწრეების შეძახილები და ტაში მოჰყვა, რის საპასუხოდაც მოსამართლემ განაცხადა, რომ თუ მსგავსი ფაქტი განმეორდებოდა, სასამართლო პროცესს დახურავს.
ამასთან, სასამართლო პროცესზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და სხდომაზე მიყვანილ პოლიციელ გიორგი მხეიძეს შორის.
აქტივისტმა შსს-ის წარმომადგენელს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ მისი კოლეგები დაკავებულზე ძალადობდნენ:
ჯავახიშვილი: თქვენი კოლეგები ჩემზე რომ ძალადობდნენ დაკავების ოთახში და შემდეგ განყოფილებაში, იცით?
მოწმე პოლიციელი: ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, არის მტკნარი სიცრუე, ისე რომ, გიყურებთ მე თქვენ თვალებში და ეს არის რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობა თქვენი მხრიდან.
უკვე მეოთხე საათია, საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესზე.
დღევანდელ სხდომაზე სულ 5 მოწმე პოლიციელი უნდა გამოიკითხოს.