ვინ ამზადებდა ეპისკოპოსის მკვლელობას - რატომ დუმს საპატრიარქო?
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ამ დრომდე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ეპისკოპოსის რეზიდენციაში შემსვლელებს მკაცრად აკონტროლებენ. ქადაგების დროს გუშინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა არ გამორიცხა, რომ მისი მკვლელობის გეგმა ისევ არსებობდეს და სისრულეშიც მოიყვანონ. სკანდალური განცხადების შემდეგ მეუფე გიორგი ჯამდელიანმა დღეს პირველი კომენტარი "პირველებთან" გააკეთა. წმინდა სინოდის წევრი, რომელმაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი მისი მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულა, არ აპირებს გამოძიებას ჩვენება მისცეს.
ეპისკოპოსის მკვლელობის მომზადების საქმეზე საპატრიარქოს ამ დრომდე ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. დუმს ეკლესია და დუმს საპატრიარქოს პრესსამსახური. მამა ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც განცხადების გავრცელებაზეა პასუხისმგებელი, მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძიებას ელოდება. საპატრიარქოში არც იმას განმარტავენ, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ეპისკოპოსთან, რომელმაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანს მისი მკვლელობის მომზადებაში დასდო ბრალი.
წმინდა სინოდის წევრების ნაწილი "პირველებთან" საუბრისას ამტკიცებს, რომ შოკისმომგვრელი ქადაგება არ უნახავთ და არაფერი იციან, როგორ იგეგმებოდა მეუფის მოწამვლა. მეუფე ანტონი ამტკიცებს, რომ დროის უქონლობის გამო ვერაფერი მოისმინა და არაფერი წაუკითხავს.
დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.