ვინ იქნება მთავარი პროკურორი? - რა გათვლა აქვს "ქართულ ოცნებას"
"ქართული ოცნება" ახალ გენერალურ პროკურორს დაჩქარებული და გამარტივებული წესით აირჩევს. თუკი აქამდე საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის არჩევის დროს კონსულტაციას აკადემიურ წრეებთან და მესამე სექტორთან გადიოდა, ახლა მათთან კონსულტაციას აღარ გაივლიან და კანდიდატის დასახელების უფლებაც მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წევრებს ექნებათ. შესაბამისი ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დღეს დაინიცირდა და პარლამენტი დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.
აქამდე პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება, გარდა საბჭოს წევრებისა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებსაც შეეძლოთ, თუმცა ახლა კანდიდატის დასახელების საშუალება მხოლოდ საბჭოს წევრებს ექნებათ. "ქართული ოცნება" ფორმალურ პროცესსაც კი აუქმებს. ახლა მარტივად და სწრაფად შეძლებენ პროკურორად გაამწესონ ის, ვისაც ერთი პარტია გადაწყვეტს.
ვინ იქნება მთავარი პროკურორი და რა გათვლა აქვს "ქართულ ოცნებას" - დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.