აქცია გურიაში - "ფოლად ოილის" თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს თვეებია ითხოვენ

10.06.25 12:26
აქცია გურიაში - "ფოლად ოილის" თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს თვეებია ითხოვენ

სოფელ ნატანებში კომპანია „ფოლად იოლის“ ოფისთან თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ, რომელსაც რამდენიმე კვირაა ელოდებიან. მათი თქმით, კომპანია დაპირებას არ ასრულებს და ათობით ადამიანს, რომელიც დღე და ღამე მუშაობს, უხელფასოდ ტოვებს.

როგორც დასაქმებულები ამბობენ, ხელფასები მათ საარჩევნო პერიოდში იმ დროს აიღეს, როდესაც კობახიძემ ბათუმის შემოვლითი გზა გახსნა, თუმცა მას შემდეგ ანაზღაურება აღარ აუღიათ. 

ერთი თვეა, რაც გაიხსნა ოფიციალურად წინასაარჩევნოდ ეს გზა, იმის მერე კაპიკი ანგარიშზე აღარ შემოსულა. ყველა დამემოწმება. გვეუბნებიან ერთს: აზერბაიჯანიდან დაირიცხება. აქედან ალბათ აზერბაიჯანელებს ატყუებენ, რომ საქართველოდან დაირიცხება. ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 6 თვეა. ამ დროს სად არის საქართველოს მთავრობა, რომ ქართველ კახს გვერდზე დაგვიდგეს. ოჯახები გვაქვს ჩვენ, საბანკო ვალდებულებები გვაქვს, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

მარტო გვატყუებენ, ყოველი პარასკევი არ ილევა და რა ვქნათ. ჩვენ რომ სამუშაო გავაცდინოთ, გაგვაგდებენ, არადა ხელფასს არ იძლევიან. იმალებიან, - ამბობს კიდევ ერთი თანამშრომელი.   

"პირველები" კომპანიის ხელმძღვანელობასაც ესაუბრა. მათი თქმით, ხელისუფლებისგან მიირეს დაპირება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შეხვედრა ორ დღეში შედგება, სადაც გადაწყდება, მიიღებს თუ არა კომპანია წინასწარ ავანსის სახით თანხას. როგორეც კომპანიაშ განმარტავენ, საარჩევნოდ ხელფასები მხოლოდ იმიტომ გაიცა, რომ მათ წინასწარ აიღეს ის ხელფასები, რომელიც, წესით, სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა გაეცათ. 

ჩვენ რაც დავიწყეთ მუშაობა, 2024 წლის შემდეგ, წინასწარ ავიღეთ ფული და გავეცით 50 მლნ-ი. ორი დღის წინ ისევ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მივიღოთ თანხა და ორ დღეში ველოდებით პასუხს. კარიერზე პრობლემა გვქონდა. პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ამიტომ დაგვეხარჯა. დაბალ ფასში დავიწყეთ მუშაობა და წავედით ზარალში, - ამბობს კომოპანიის წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები