მოეშვით მორალური პიედესტალიდან ლაპარაკს, ამის უფლება არ გაქვთ - ანდრო ჭიჭინაძე მოწმე პოლიციელს
11 სინდისის პატიმრის საქმე - უკვე 3 საათზე მეტია მოსამართლეს ჩვენებას პოლიციელი დავით ქიტიაშვილი აძლევს. გამომძიებლის ჩვენებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ბრალდებულებულების ნაწილმა პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნები ისროლეს, ადვოკატებს კითხვები გაუჩინა.
კითხვას გაჩნდა იმასთან დაკავშირებითაც, როგორ დაადგინა გამომძიებელმა, რომ ნივთი, რომელიც გამოსროლილი იქნა აქციის მონაწილის მიერ, მყარი საგანი ან ქვაა. ასევე ინტერესების დამცველმა მოწმეს ჰკითხა, როგორ დაადგინა გამომძიებელმა, რომ კონკრეტული ნივთი პოლიციელების მისამართით იქნა გასროლილი.
ხომ დაწერეთ, ბატონო დავით, თქვენ, რომ პოლიციელების მიმართულებით ისროლა. სად ჩანს კადრში, რომ ჯაბუამ ქვა ისროლა თუ მაგარი საგანი პოლიციელების მიმართულებით. თქვენ აშკარად მიკერძოებული ხართ ბრალდების მხარის მიმართ, - ჰკითხა ადვოკატმა მოწმეს.
არცერთ დასმულ კითხვას მოწმემ არ უპასუხა, რასაც ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა. სინდისის პატიმარმა ანდრო ჭიჭინაძემ თქვა, რომ მოწმეს ან არ ესმის, ან არ სცემს ადვოკატებს პასუხს.
ისმება კონკრეტული კითხვები და მოწმე არც ერთი კონკრეტულ კითხვას, არც ერთი კონკრეტული პასუხით არ პასუხობს. ზოგადად პასუხობს და დრო გადის აბსოლუტურად ტყუილად. ბატონო დავით, მოეშვით მორალური პიედესტალიდან ლაპარაკს, ეს ერთი, მორალური პიედესტალიდან ლაპარაკს მოეშვით, ამის უფლება თქვენ არ გაქვთ“, - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ სხდომაზე.
მან მოსამართლეს სთხოვა, მიუთითოს მოწმეს, კონკრეტულ კითხვას, კონკრეტულად უპასუხოს.
მეორე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პიედესტალიდან, ძალიან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით, ეგეთი ლაპარაკი ყველას შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ ხომ? დიდი თხოვნა იქნება ჩემი, ან თქვენ შეასწოროთ, ან არ ვიცი. ასეთი ლაპარაკი, შინაარსზე აღარ ვლაპარაკობ და განზრახვაზე, რა იფუთება და როგორ იფუთება, მაგას არ ვეხები ამ შემთხვევაში, ყველამ გადასარევად იცის, რა ხდება და როგორ ხდება. ამ შემთხვევაში, ეს რაღაც ფამილიარული ლაპარაკი არის ძალიან გამაღიზიანებელი, - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
ქიტიაშვილის გარდა დღევანდელ სხდომაზე სასამართლოსკიდევ 4 მოწმისთვის უნდა მოესმინა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული გამომძიებლის გამოკითხვა დროშ გაიჭიმა, არ არისგამორიცხაული, მოსამართლემ დანარჩენი მოწმეების გამოკითხვა მომდევნო პროცესზე გააგრძელოს.