ჩვენება საპატრულო პოლიციის ახალი შეფის წინააღმდეგ - ვის ადებს ხელს გიორგი ახობაძე
ჩვენება სასამართლო დარბაზში საპატრულო პოლიციის ახალი შეფის და მის თანამშრომლების წინააღდმეგ - ლევან მაისურაძე სინდისის პატიმარმა, გიორგი ახობაძემ ამოიცნო და იმ პირებს შორის დაასახელა, ვინც მისი დაკავების ოპერაციას გეგმავდა.
- ლევან მაისურაძე ის პოლიციელია, რომელიც ნიკა მელიას დაკავების საქმეზე მტკიცებულებების განადგურებაშია მხილებული. სწორედ მაისურაძე დაინიშნა ვაჟა სირაძის ნაცვლად საპატრულო პოლციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ექიმ-რეანიმატოლოგმა დღეს სხდომათა დარბაზში გიორგი გურეშიძის ფოტოც მიიტანა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მათ შორის დაასახელა, ვინც მისი თქმით, მისთვის ნარკოტიკების ჩადებას ხელმძღვანელობდა.
სინდისის პატიმარის თქმით, გიორგი გურეშიძეს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელმა დირექტორმა, ლევან მაისურაძემ დაურეკა.
ახობაძე ამბობს, რომ პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინიტროში საკადრო ცვლილელების დროს კადრებში ამოიცნო.
„რაც შეეხება ჩადებას, ეს პიროვნება, რომელიც სახეზე მახსოვდა, არ ვიცოდი ვინ იყო, რა სახელი და გვარი ჰქონდა, ვიცოდი სად მუშაობდა და რომელი იყო მისი სამუშაო ოთახი, რომ მიმიყვანეს განყოფილებაში დავინახე სადაც იჯდა, კარი ღია ჰქონდა დატოვებული და ღლიცინებდა, რომ ეს სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარა.
პირველი კონტაქტი ჩემთან შედგა გიორგი გურეშიძის მხრიდან. ამოსაცნობად სამმართველოს რამდენიმე უფროსის ფოტოები მაქვს და ერთ-ერთი აღმოჩნდა ბატონი გიორგი გურეშუძე. იმ მომენტში, როცა მასთან საპროტესტო საუბარში ვიყავი, რას აკეთებთ, როგორ წირავთ ადამიანს-მეთქი, მის მფლობელობაში არსებულ ტელეფონზე შემოვიდა ზარი, თუმცა [ვინაობა] არაფერს მეუბნებოდა გუშინდელ დღემდე, ვიდრე საკადრო გადაადგილებები მოხდებოდა - ლევან მაისურაძის ზარი იყო შემოსული გურეშიძის ტელეფონზე.
მისი სატელეფონო ზარი შედგა გიორგი გურეშიძესთან ჩემს თვალწინ. იმით დავიმახსოვრე, რომ კლასელი მყავდა ლაშა მაისურაძე. ჩემი პასიური მეხსიერებიდან ლევან მაისურაძე ამოტივტივდა.
სინდისის პატიმარმა სხდომათა დარბაზში თქვა, რომ მისი დაკავება ზუსტად იგივე მეთოდით მოხდა, როგორიც კოალიცია ცვლილების" ლიდიერის -ნიკა მელიასი.
სხვათა შორის, ზუსტად იგივე მეთოდით მოხდა, როგორც ნიკა მელიას დაკავება მოხდა, ჯერ საპატრულომ რომ გააჩერა, მერე თავს დაესხნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთი ერთშია ჩემი ნათქვამის. დიდი მადლობა ცალკე ნიკა მელიას და ცალკე პოლიციელებს, რომ თურმე პრაქტიკაში ჰქონიათ, ზუსტად იმავენაირად, გამაჩერა პატრულმა და არსაიდან, მიწიდან ამოხტდნენ, წინ მოუძღოდათ გურეშიძე.
იმედია, ოდესმე, პროკურორი ჩემი ჩვენებითაც დაინტერესდება. დიდი ხანია ველოდები, იქნებ მეც მკითხონ რამე. სისხლის სამართლის დანაშაულზე განცხადება გავაკეთე, 7 თვე დაიწყო, რაც ამას ვაცხადებ, ან მითხრას, რომ გამოძიებას არ იწყებს, ან სხვა პროკურორს ვიპოვი, ან ვინმეს, იქნებ ფიქტიურად მაინც აღძრას საქმე, რადგან მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ან თუ აღძრა, რა ეტაპზეა საქმე, ან გამომკითონ“, - განაცხადა ახობაძემ.
ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო სხდომაზე, რის გამოც სასამართლოში 5-წუთიანი შესვენებაც გამოცხადდა.
თავდაპირველად სინდისისი პატიმრის ადვოკატმა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს უთხრა, რომ მოწმდ გამოძახებული გამომძიებელისთვის პასუხები არ ეკარნახებინა, ამის შემდეგ იგივე გაუმეორა მას გიორგი ახობაძემაც.
ნუ მიყვირი, შენი აქ არავის ეშინია, მით უმეტეს, მე! - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი ახობაძეს საქმის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა.
„შენი შეშინება რომ მინდოდეს, სხვანაირად ვისაუბრებდი...მკვლელი რომ ხარ, ისიც გეყოფა“, - მიმართა ახობაძემ პროკურორს, რის შემდეგაც გობეჯიშვილმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
შესვენების შემდეგ პროცესი კვლავ მოწმე გამომძიებელის დაკითხვით განახლდა.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.