რეზო კიკნაძე: შეგიძლიათ 12 დღე დამიმატოთ - "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია"
საბჭოთა კავშირისგან რაღა განგვასხვავებს? სრული ვაქხანალიაა ქვეყანაში - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა.
კიკნაძემ ისაუბრა მედიის ცენზურაზე, უმიზეზოდ დაკავებებზე და იმ განუკითხაობაზე, რომელიც, მისი თქმით, ბოლო პერიოდიშია საქართველოში.
სინდისის პატიმარმა ასევე ისაუბრა "ოცნების" წევრის, მარიამ ლაშხის საჩვრის საფუძველზე ციხეში გამოკეტილ სტუდენტ გოგოებზეც და მისი მიმართვა ამ სიტყვებით დაასრულა: რაღაცას თუ მომისჯით, 12 დღე დამიმატოთ, იმიტომ, რომ "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია"
ბოლო პერიოდში ხშირად მიფიქრია, მგონი ჯობს მოგვისაჯონ-თქო, რადგან ეს უფრო გააღვივებდა პროტესტს და ხალხს გარეთ გამოიყვანდა, განუკითხაობა ხდება ქვეყანაში. ხალხს უმიზეზოდ იჭერენ და თუ არ მოეწონებათ ციხეში უშვებენ. მედიებს ატერორებენ და ცენზურას უწესებენ. შეიძლება მალე მედიაც აღარ იყოს. კრიტიკაც კი სისხლის სამართლის დანაშაული გახადეს. საბჭოთა კავშირისგან რაღა განგვასხავებს არვიცი, სრული ვაქხანალიაა ქვეყანაში.
სტუდენტ გოგოებს იჭერენ დღეს, ამიტომ ერთი თხოვნა მაქვს, რაღაცას თუ მომისჯით, 12 დღე დამიმატოთ, იმიტომ, რომ "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია"", - თქვა რეზო კიკნაძემ.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.