სინდისის პატიმრების ხმაურიანი სხდომა - კარნახობდა თუ არა პროკურორი მოწმეს ჩვენებას?
მოწმე, რომელიც 4 საათიანი დაკითხვის დროს გამუდმებით ტელეფონში იყურებოდა, გამომძიებელი დავით ქიტიაშვილია. ადვოკატებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მოწმე მთელი ეს დრო პროკურორს, ვაჟა თოდუას ემესიჯებოდა, იღებდა მითითებებს, რა პასუხები უნდა გაეცა ადვოკატების დასმულ კითხვებზე.
ადვოკატები ამბობენ, რომ ჩადენილია დანაშაული, რაზეც, წესით, სასამართლოს რეაგირება უნდა ჰქონდეს, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გამომძიებლის და პროკურორის მიმოწერით არ დაინტერესდა.
სინდისის პატიმრების პროცესზე დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოწმე, რომელიც ადვოკატებმა არათანმიმდევრული და უერთიერთგამომრიცხავი ჩვენების მიცემაში ამხილეს, თითქმის 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. დავით ქიტიაშვილმა, პრაქტიკულად, თქვა ის, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე იცოდა ვიდეომასალაში ასახული პირების ზუსტი ვინაობა. ამტკიცებდა, რომ ქერაშვილის, მირცხულავას და თეთრაშვილის წინააღმდეგ ვიდეომასალები თებერვლის ბოლოს, 17 და 20 რიცხვებში გამოითხოვა. არადა, ბრალდებულები გამოძიებამ თითქმის ორი თვით ადრე, დეკემბერში დააკავა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.