ეპისკოპოსის მკვლელობის მომზადების საქმე - რა ინფორმაცია მიაწოდა მაღალმა იერარქმა საპატრიარქოს
სკანდალური მხილების სერიის შემდეგ დღეს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი "პირველების" კამერასთან პირველად გამოჩნდა. სასულიერო პირს, რომლის მტკიცებითაც, ვიცე გუბერნატორი მის მკვლელობას ამზადებდა, მეუფე შიოსთან დღეს სამსაათიანი შეხვედრა ჰქონდა. ეპისკოპოსმა გიორგიმ სხდომა დუმილით დატოვა. არ ამბობს, რა გადაწყვეტიელბა მიიღო საპატრიარქომ სკანდალურ საქმეზე.
ვიცე გუბერნატორი, რომელსაც კვირას ეპისკოპოსმა ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადებაში დასდო ბრალი, ამ დრომდე, თავისუფლებაზეა. მას მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიამ საეკლესიო სასჯელი დააკისრა და 20 წლით ზიარების უფლება ჩამოართვა. მეუფე გიორგი ამტკიცებს, რომ საეპისკოპოსო საბჭოს სხდომაზე შინჯიკაშვილი მკვლელობის მომზადების საქმეში დამნაშავედ სცნეს.
72 საათიანი დუმილის შედეგ საპატრიარქო იძულებული გახდა, რომ ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი თბილისში, საპატრიარქოში დაებარებინათ. 3 საათის განმავლობაში მეუფე გიორგი შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ეპისკოპოსს უსაფრთხოების მაღალი ზომები აქვს მიღებული. დღეს ის ეპარქიის სხვა წევრებთან ერთად გამოჩნდა. სასულიეო პირები ადასტურებენ, რომ ეპარქიში ბრალდებული შინჯიკაშვილი ხშირად იმყოფებოდა, მკვლელობის გეგმის შესახებ კი მღვდლებმა იქამდე გაიგეს, ვიდრე ეპისკოპოსი ამბიონიდან იქადაგებდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.