დაანონსებულია მხილების კიდევ ერთი სერია - ვის დაადებს ხელს ანრი ოხანაშვილის შემდეგ გიორგი ბაჩაიაშვილი?

10.06.25 20:36
დაანონსებულია მხილების კიდევ ერთი სერია - ვის დაადებს ხელს ანრი ოხანაშვილის შემდეგ გიორგი ბაჩაიაშვილი?

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დღეს "პირველებს" დაუდასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა ანრი ოხანაშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე გამტაცებლის ამოცნობა შეძლო. ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, ახლა პროკურატურის რეაგირებას ელოდება და ახალ გვარებს 20  ივნისს შემდეგ სასამართლო პროცესზე დაასახელებს. ირკვევა, რომ ბაჩიაშვილმა პროკურატურას წერილობთ აცნობა ყველა იმ პირის გვარი, ვინც გატაცების შემდეგ აბუ-დაბიდან თბილისში ჩამოყვანის დროს მასთან ერთად საიდუმლო რეისზე იყო. 

სუსის შეფმა დღეს არ უარყო, რომ აბუ-დაბის ხუთვარსკლავიანი სასტუმროდან გატაცების შემდეგ, სპეც რეისის ბორტზე, რომლითაც ბაჩიაშვილი თბილისში ჩამოიყვანეს, ის ნამდვილად ბორტზე იმყოფებოდა. ანრი ოხანაშვილს უარყოფის წერილობითი განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. ივანიშვილის პარტია სუსის რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს. 

ბაჩიაშვილის მტკიცებით, სახელმწიფო უწყებებთან ერთად მისი გატაცების თანამონაწილე ავიაკომპანია აირზენაც იყო. “ჯორჯიან ეარვეისის” შესაძლო მონაწილეობა ამ უკანონო ოპერაციაში არ უკვირთ "სართაშორისო გამჭვირალობა საქართელოში", რომელმაც დღეს ამ თემაზე გაცნხადება გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში აქცენტს აკეთებს ავიაკომპანის მფლობელის, თამაზ გაიაშვილის “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან და რუსეთთან მჭიდრო კავშირებზე. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები