დაპირისპირება ერთობის მარშზე - მსვლელობის მონაწილეებს, სავარაუდოდ, "ტიტუშკები" მიუცვივდნენ

10.06.25 20:35
დაპირისპირება ერთობის მარშზე - მსვლელობის მონაწილეებს, სავარაუდოდ, "ტიტუშკები" მიუცვივდნენ

დაპირისპირება ერთობის მარშზე - აქციის მონაწილეებს, სავარაუდოდ, "ტიტუშკები" მიუცვიდნენ. ისინი აქტივისტებს აგინებდნენ და ფიზიკურ შეურცხყოფას აყენებდნენ. "მონებო!" - ამ შეძახილებით პასუხობდნენ მათ საპროტესტო მარშის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მომხდარი წინდაწინ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ვარიგებდით გაზეთებს, პატიმრების წერილებს და რამდენიმე პროვოკატორმა დაგვიწყო გინება. მოვიდა შემდეგ პოლიცია და ჩადგა შუაში. ერთ გოგოს თავში ჩაარტყეს ქართველობის დაცვის მოტივით, - ამბობს მსვლელობის მონაწილე. 

ამ წუთებში კი მსვლელობის მონაწილეები დიღმის ტერიტორიაზე იმყოფებიან. გეგმავენ, ყველა უბანში მივიდნენ და ამ გზით მოქალაქეების ინფორმირება მოახდინონ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში. 

 

მსგავსი სიახლეები