ხარაზიშვილს უნდოდა, თავისი კადრი დაეტოვებინა, მაგრამ როგორც ჩანს, არ გამოუვიდა- შაიშმელაშვილი

10.06.25 22:09
ხარაზიშვილს უნდოდა, თავისი კადრი დაეტოვებინა, მაგრამ როგორც ჩანს, არ გამოუვიდა- შაიშმელაშვილი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ინფორმაციით, “ზვიად ხარაზიშვილს უნდოდა, გდდ-ში თავისი კადრი დაეტოვებინა, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოუვიდა.“

შაიშმელაშვილის თქმით, “გომელაურის წასვლის შემდეგ ხარაზიშვილს აღარავინ დატოვებდა, რადგან დღევანდელი მოქმედი ხელმძღვანელობის პირობებში მას ვერავინ გააკონტროლებდა.“

გომელაური რომ წავიდა, ხარაზიშვილს იქ არავინ გააჩერებდა, მას უნდოდა თუ არა წასვლა, რადგან ის არავის ემორჩილება და გომელაური იყო ერთადერთი, მისთვის შემაკავებელი ფაქტორი და დღევანდელი მოქმედი ხელმძღვანელობის პირობებში მას ვერავინ გააკონტროლებდა. მქონდა ინფორმაცია, რომ ხარაზიშვილს უნდოდა თავისი გავლენების სფერო დაეტოვებინა, თავისივე შემცვლელად, თავისი კადრი დაეტოვებინა, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოუვიდა. იგივეს ცდილობდა, როცა წამოვიდა ანიტეტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობიდან, უნდოდა ჯერ კეზევაძე, შემდეგ ბოლოთაშვილი დაენიშნა, თუმცა, ნიკოლეიშვილი გაუძალიანდა და გავლენები ვერ მოიპოვა, -ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე- რა ბედი ეწევათ ხარაზიშვილის მოადგილეებს: მირზა კეზევაძეს და მილერი ლაგაზაურს-შაიშმელაშვილი პასუხობს, რომ “მათ ბარგი ერთი კვირის წინ ჩაალაგეს და ახლა ჩემოდნებზე სხედან.“

ჩემოდნებზე სხედან, ბარგი ჩალაგებული აქვთ, ერთი კვირის წინ ჩაალაგეს და ხვალ, ზეგ არცერთი აღარ იქნება დეპარტამენტში, სად წაიყვანენ ამ ხალხს არ ვიცი. საინტერესოა, ახალი ხელმძღვანელი რომ მივა, რა დახვდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, თუ აღმოაჩენენ გარღვევებს საბრძოლო მასალაში, როგორც მისი წინა სამსახურის შემთხვევაში მოხდა, წესით მთავრობას უნდა ეშინოდეს ამ ადამაინების. ის ადამიანები, რომლებიც სისტემაში აღარ იქნებიან, წასულები იქნებიან და ექნებათ ძალაუფლება შენარჩუნებული, ეს ხალხი იქნება ძალიან საშიში,-განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები