რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დამკვიდრდა, კლასიკური მაგალითია მაფიოზური სახელმწიფოსი-დავით ჯუღელი
ყოფილი მოსამართლე, დავით ჯუღელი არ გამორიცხავს, რომ “ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს მუქარის ფონზეც იღებენ, თუმცა, მიიჩნევს, რომ იმ გარემოში, რაც დღეს ქვეყანაშია, ნაწილი მათგანისთვის პირადი არჩევანიცაა“.
“ნაწილი მათგანისთვის არის თავისი არჩევანი, შესაძლოა, იყოს მუქარაც, მოსყიდვაც, მაგრამ ეს გავლილი ეტაპი მგონია“,- ამბობს ის გადაცემა “რეაქციაში“.
ჯუღელის ინფორმაციით, “მოსამართლეების, თანშემწეების და მანდატურების ნაწილს არ მოსწონს და ეწინაღმდეგება იმას, რაც ხდება და ამის გამო დაპირისპირებაც არის, მაგრამ ჯერჯერობით, გარეთ არ გამოდის“
ბოლო პერიოდი ერთ რამეში მარწმუნებს, ეს არის შემადგენელი იმ მმართველობის სტილის, რაც ქვეყანაში დამკვიდრდა, კლასიკური მაგალითია მაფიოზური სახელმწიფოსი, ყველა ეტაპზე, ყველა შტო, ჩაფლულია კორუფციაში, გადაჯაჭვულია ორგანიზებულ დანაშაულთან და შესაბამისად, ამ გარემოში საქმიანობა და გადაწყვეტილებების მიღება, ნაწილი მათგანისთვის არის თავისი არჩევანი, შესაძლოა, იყოს მუქარაც, მოსყიდვაც, მაგრამ ეს გავლილი ეტაპი მგონია, რადგან ერთიდაიმავე სახეებს ვხედავთ და ერთიდაიგივე გადაწყვეტილებებს.
არის საკმაო რაოდენობა მოსამართლეების, თანშემწეების და მანდატურების, ვისაც არ მოსწონს და ეწინაღმდეგება და დაპირისპირებაც კია, რომელიც, ჯერჯერობით, გარეთ არ გამოდის, მაგრამ ადრე თუ გვიან, ამას თვალნათლივ ვნახავთ. მე რაც ვიცი, 40-45 პროცენტია ასეთი ადამიანების. ეს ის კატეგორია მოსამართლეების, რომლის ხელშიც მსგავ საქმეებს ვერ ნახავთ, -განაცხადა დავით ჯუღელმა.