სინდისის პატიმრების საქმეების განხილვას სასამართლო დაჩქარებულ რეჟიმში იწყებს

11.06.25 12:13
სინდისის პატიმრების საქმეების განხილვას სასამართლო დაჩქარებულ რეჟიმში იწყებს

საქალაქო სასამართლოში,  აქციების დროს დაკავებული 8 პირის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი მიმდინარეობს. 

სინდისის პატიმრების საქმეების განხილვას სასამართლო დაჩქარებულ რეჟიმში იწყებს - ადვოკატების თქმით, პროცესები პრაქტიკულად ყოველდღეა ჩანიშნული, რადგან პატიმრობის 9 თვიანი ვადა მალე იწურება, პროკურატურა კი მოწმებიის გამოკითხვას ვერ ასწრებს.

სასამართლო ცდილობს, 9 თვიან ვადაში ჩაეტიოს და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალოს, მაგრამ ამ მიზნით, პროცესების ასეთი აქტიური ჩანიშვნა მიმაჩნია, რომ არღვევს ერთგვარად ბრალდებულთა უფლებებს, რადგან, აბსოლუტურად შესაძლებელია, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძებით და ამ პირობებში გაგრძელდეს არსებითი განხილვები,რ ასავ უკვე 9 თვიანი ვადის შეზღუდვა აღარ შეეხება", - ამბობს ადვოკატი. 

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ სასამართლო იმიტომ ჩქარობს საქმეების განხილვას, რომ შემდეგ აგვისტოში დაისვენონ. 

ოლიგარქის დაკვეთას შეასრულებენ კეთისინდისიერად და მერე წავლენ და განცხრომას მიეცემიან ერთი თვე - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

9 თვე სექტემბერში მთავრდება, მაგრამ აგვისტო დასასვენებლად უნდა გამოიყენონ, ამიტომ ივლისში მაქსიმალურად ტვირთავენ ყველას, აბსოლუტურად უკანონოდ, ადვოკატებს.

ოლიგარქის დაკვეთის დავალება შეასრულონ კეთისინდისიერად და მერე წავიდნენ და განცხრომას მიეცენ ერთი თვის განმავლობაში. ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხს რაც შეეხება, აგვისტოს 4 რიცხვიდან იწყება პარტიების რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ამ პერიოდისათვის უნდათ, რომ უკვე მისჯილი ჰქონდეთ პატიმრებს, უკვე გადაწყვეტილი იყოს.

სავაჭრო თემად უკეთესად იყოს გამოყენებული რომ 6, 9, 7 წლიან პატიმრებს გჩუქნით ბატონო და აი რაღაცაზე რომ წამოიყვანონ. ძირითადად ამ ორ მიზანს ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რეგისტრაცია იწყება და უნდათ, რომ 1 თვით ადრე დაასრულონ და შემდგომ განცხრომით დაისვენონ აგვისტოს თვე.

  • ზნობისთვის, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.
  • ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები