ასე დახვდნენ სასამართლო დარბაზში თორნიკე გოშაძეს - დღეს სინდისის პატიმრის დაბადების დღეა (ფოტოები)

11.06.25 12:04
ასე დახვდნენ სასამართლო დარბაზში თორნიკე გოშაძეს - დღეს სინდისის პატიმრის დაბადების დღეა (ფოტოები)

დღეს სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დაბადების დღეა - სინდისის პატიმარს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები სასამართლო დარბაზში მისალოცი ტრანსპარანტებით დახვდნენ.

აღდგომა საპყრობილეში, ახალი წელი საპყრობილეში და დაბადების დღეც საპყრობილეში. იმედია, რომ შემდეგი დაბადების დღე გარეთ ექნება. თორნიკეს არ უყვარს დაბადების დღეები, არასსოდეს არ გადაუხდია და ახალ ამბობს, რომ ყველაზე გრანდიოპზული დაბადების დღე მექნება და ყველაზე ბევრი ხალხი მეყოლება სტუმრადო. ასე დაწერა წერილში", - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა. 

საქალაქო სასამართლოში,  აქციების დროს დაკავებული 8 პირის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი მიმდინარეობს. 

  • სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.
  • ხუთს ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები