აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-ს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო

11.06.25 12:59
აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-ს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო

აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-მს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-მს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით არის დაწყებული, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს. 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ. 
მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი. ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 
მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

მსგავსი სიახლეები