კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს

11.06.25 14:14
კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს

კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს. ენმ-ის ყოფილი წევრი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:30-ზეა დაბარებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.

ენმ-ის ლიდერის თქმით,  იოსელიანი გატაცების  შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი". 

რამდენიმე საათში კოტე იოსელიანმა FB-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს 8 წლის წინ მოხდილი ბოდიში, კიდევ ერთხელ შვილების უსაფრთოების გამო მოუხადა. 

მსგავსი სიახლეები