უკრაინამ 1212 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა

11.06.25 14:30
უკრაინამ 1212 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთთან ომში დაღუპული 1212 დამცველის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ დღეს, 11 ივნისს სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა.

უკრაინის დამცველები, რომელთა ცხედრებიც სამშობლოში დააბრუნეს, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებსა და რუსეთის კურსკის რეგიონში დაიღუპნენ.

რუსეთის მიერ ცხედრების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, დაღუპულთა ვინაობას მოკლე დროში დაადგენენ .

მსგავსი სიახლეები