"ოცნება" არ მალავს, რომ კანონს, მათ შორის ბაჩიაშვილის გამო ცვლიან

11.06.25 15:24
 "ოცნება" არ მალავს, რომ კანონს, მათ შორის ბაჩიაშვილის გამო ცვლიან

"ქართული ოცნების" ახალი კანონის მიხედვით, ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებული პირი სასჯელის მოხდის შემდეგაც ქვეყანას ვერ დატოვებს, ვიდრე დაზარალებულს ზიანს არ აუნაზღაურებს. 

ეს ინიციატივა პარლამენტში უკვე შევიდა განხილვაზე. "ქართული ოცნება" არ მალავს, რომ კანონს, მათ შორის ბაჩიაშვილის გამო ცვლიან.

კანონის მიღებისა და ამოქმედების შემთხვევაში, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელი სასჯელის მოხდის შემდეგაც ქვეყანას ვერ დატოვებს, ვიდრე დაზარალებულად ცნობილ პირს ზიანს არ აუნაზღაურებს. 

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ დანაშაულს, ეკონოიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე დაკავშირებული პირებისგან, ქონების, თანხის ამოღება.

პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება შესაბამისი ელექტორნული საშუალების და მოწყობილობის გამოყენებით და ამის უზრუნველყოფით აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს.

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიახ, ამ თემის ერთ-ერთი ინსპირატორი შეიძლება ბაჩიაშვილიც იყოს, მაგრამ სხვა უამრავი მათ შორის, ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა მსგავსი ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ვერ შეძლებს ასე მარტივად დაუსხლტეს სახელწმიფოს და მართლმსაჯულებას, ვიდრე დაზარალებულის ზიანს არ აანაზღაურებს"- თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ. 

მსგავსი სიახლეები