მოწმე "ვერ იხსენებს" გამოჰკითხა, თუ არა ზვიად ცეცხლაძე, პოლიციელი დაზუსტებით ვერ ამბობს, რა ეჭირა ხელში დაკავებისას ალიევს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის პროცესზე გამომძიებელი დავით ქიტიაშვილი გამოიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პროევროპული აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ახალგაზრდების, ზვიად ცეცხლაძისა ინსაფ ალიევის საქმეში ფიგურირებს.
მოწმე-პოლიციელი სასამართლოში, ფიცის ქვეშ ამტკიცებდა, რომ ალიევის დაკავების ოპერაციაში პირადად მონაწილეობდა.
საპირისპიროს ამბობს ბრალდებული და ცხადებს, რომ რუსთავში, სადაც მისი აყვანა მოხდა, დავით ქიტიაშვილი საერთოდ არ იმყოფებოდა.
"თუ სწორად მახსოვს, ცელოფნის პარკში, პური უნდა ყოფილიყო, თუ სწორად მახსოვს, ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი"- თქვა გამომძიებელმა ბრალდებულის კითხვის საპსუხოდ, რომელიც დაინტერესდა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება და ხელში რა ეჭირა აყვანის მომენტში.
ინსაფ ალიევის კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა, იმგზავრეს თუ არა დაკავების შემდეგ დაკავებულმა და გამომძიებელმა ერთი მანქანით, რაზეც დავით ქიტიაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.
ამის შემდეგ, ინსაფ ალიევმა მოწმე პოლიციელს დავით ქიტიაშვილს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა.
რაც შეეხება პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვვლენებს - სინდისის პატიმარი ამბობს, რომ მას ადგილზე ტელეფონის გახსნა მოსთხოვეს.
„რამდენიმეჯერ მთხოვეთ ტელეფონის გახსნა, რამდენადაც ვიცი, არ გაქვთ უფლება, მე არ გაძლევდით ამის საშუალებას, რაღაც გაქვს ტელეფონშიო, მეუბნებოდით, თქვენი აზრით, ჩემ ტელეფონში რა შეიძლებოდა ყოფილიყო?“ - მიმართა ბრალდებულმა მოწმეს.
რაც შეეხება ზვიად ცეცხლაძის დაკავების ეპიზოდს, პროცესზე ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ მოწმეს ჰკითხა, გამოჰკითხა თუ არა ზვიად ცეცხლაძე, რაზეც შსს-ის გამომძიებელმა თქვა, რომ "არ ახსენდება".
ადვოკატი: 4 დეკემბერს გამოჰკითხეთ ზვიად ცეცხლაძე?
მოწმე: გამოვკითხე? არ მახსენდება.
დავით ქიტიაშვილის განცხადების შემდეგ, ადვოკატმა მოწმეს გამოკითხვის ოქმი აჩვენა, სადაც დავით ქიტიაშვილის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული.
ადვოკატის კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ ვითარებაში ჩაიარა ცეცხლაძის გამოკითხვამ, მოწმემ აღნიშნა, რომ "დეტალები არ ახსოვს":