"ლელო -საქართველოსთვის" გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციას ვეფხია კასრაძე დაიკავებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას ლუკა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს

11.06.25 16:11
"ლელო -საქართველოსთვის" გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციას ვეფხია კასრაძე დაიკავებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას ლუკა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს

 კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის მოადგილე რეგიონული მიმართულებით ვეფხია კასრაძე იქნება - ამის შესახებ  ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით,  „ლელოს" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ლუკა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს.
 

კუპრაძის განცხადებით, თავისუფლებისთვის ერთგულად მებრძოლი პირების შემოერთებით, პარტიის გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება.

კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო"- ში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. ჩვენ ვძლიერდებით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას რუსული ბანდის, რუსული რეჟიმის და ივანიშვილის წინააღმდეგ. პირველ ცვლილებად წარმოგიგდენთ ჩვენი თანაგუნდელის გენერალური მდივნის მოადგილედ დანიშვნას. გენერალური მდივნის მოადგილედ წარსდგება პოლიტპატიმარი, სამხედრო ვეტერანი,  ხუთი შვილის მამა, ვეფხია კასრაძე, რომელიც იქნება წარმოდგენილი რეგიონალური მიმართულებით. ის თავისუფლებაზე ჩვენთან ერთად, საკუთარ გუნდთან ერთად, "ლელოსთან" ერთად მუშაობდა საოკუპაციო ხაზის მიმართულებით. ვეფხია კასრაძე გააგრძელებს ჩვენთან ერთად, მათ შორის საპატიმროდან და ძალიან მალე თავისუფლებაზე, ამაში დარწმუნებულები ვართ, ბრძოლას და წინააღმდეგობას გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციაზე, რეგიონალური მიმართულებით. ის იმუშავებს სწორედ იმ დევნილ მოქალაქეებთან, იმ დევნილ თანამემამულეებთან, რომელთა რიგებსაც თავად ვეფხია კასრაძე წარმოადგენს. დაპატიმრებამდე ის წლების განმავლობაში, ცხოვრობდა საკუთარ სახლში საოკუპაციო ხაზთან და არ ტოვებდა სოფელ ერგნეთს, სადაც მის ვაშლის ბაღებზე გადის სწორედ ის მავთულხლართები, რომლებიც რუსულმა რეჟიმმა წარმოადგინა და თავს მოახვია საქართველოს ერთიან სახელმწიფოს.

ამ ცვლილებების პარალელურად, ჩვენ გთავაზობთ ასევე მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს. წარმოგიდგენ ჩვენს თანამებრძოლს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელიც სულ ახლახანს გათავისუფლდა პატიმრობიდან. ლუკა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს და სათავეში ჩაუდგება "ლელო - საქართველოსთვის" და ჩვენი კოალიციის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ლუკა ნაცვლიშვილი იქნება "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის, საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ლუკა ნაცვლიშვილი  პოლიციამ 26 მაისს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. 

ვეფხია კასრაძე, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობია, 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს და დღემდე საპატიმროში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები