"მოკითხვა მარიამ ლაშხს" - თათია აფრიამაშვილის პირველი კომენტარი იზოლატორის დატოვების შემდეგ
სამოქალაქო ატივისტი, რომელმაც იზოლატორი დღეს დატოვა, თათია აფრიამაშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
- სამოქალაქო აქტივისტმა, რომელსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, იზოლატორი დღეს, 11 ივნისს დატოვა.
სტუდენტის თქმით, საპატიმროში გატარებული 12 დღე პროდუქიულად გამოიყენა და საინტერესო გამოცდილება შეიძინა.
"ყველაფერი ღირს იმად, რომ თავისუფალ საქართველოში ვიცხოვროთ"- ამბობს თათია აფრიამაშვილი.
პირდაპირი ეთერში ჩართვის ბოლოს, აქტივისტმა მარიამ ლაშხს მიმართა.
რა თქმა უნდა ველოდებოდი კიდეც, სანამ სასამართლო პროცესი ჩატარდებოდა იქამდეც ვიცოდი, რომ ამ განაჩენს გამოიტანდნენ. პირიქით, უფრო მეტ დღეს ველოდებოდი და სასამართლო დარბაზში ამოვისუნთქე 12 დღე რომ გამოაცხადეს და არა 45. არაუშავს, საინტერესო გამოცდილება იყო 20 წლის ასაკში ჩემი აზრით, ბევრი წიგნი წავიკითხე, ბევრ ისეთ რაღაცაზე ფიქრის დრო მომეცა, რასაც გარეთ ვერ მოვახერხებდი. ყველაფრად ღირდა და ყველაფრად ღირს, რომ თავისუფალ საქართველოში ვიცხოვროთ.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით რა კომენტარს აკეთებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ჯერჯერობით არ ვიცი, იმიტომ, რომ ტელევიზორი არ მქონდა და ცოტა ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ. რომ გავეცნობი, შემდეგ შემეძლება ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ სახარბიელოს და საინტერესოს არაფერს იტყოდნენ. მარიამ ლაშხს მოკითხვა, აქედან ჩემგან - ამბობს თათია აფრიამაშვილი.