რა სარგებელი აქვს აშვაგანდას — ათასწლოვანი ისტორიის მქონე მცენარე სტრესის სამართავად
აშვაგანდა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ინდური ჟენშენი," არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარე, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ ინდურ მედიცინაში, აიურვედაში. მცენარე ხარობს როგორც სამხრეთ აზიაში, ისე აფრიკაში.
მისი სამედიცინო გამოყენება ათასწლეულებს ითვლის და იგი ცნობილია როგორც „ადაპტოგენი,“ რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია ორგანიზმის სტრესის მიმართ რეაქციის რეგულირება.
როგორ მზადდება აშვაგანდა?
აშვაგანდას ფესვები ყველაზე ხშირად გამოიყენება სამედიცინო მიზნით. ეს ფესვები იფქვება და იწარმოება ფხვნილის, კაფსულებისა და ექსტრაქტის ფორმაში. ის სხვადასხვა საშუალებაში შეგხვდებათ, მისი შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელებშია შესაძლებელი. მისი შემცველობის საკვები დანამატები იწარმოება როგორც ჩაის სახით, ასევე კაფსულების ან ფხვნილის სახით, რომელსაც წყალში ან სხვა სასმელებში ურევენ.
აშვაგანდა ცნობილია თავისი მრავალი სარგებლით, რომელიც მოიცავს შემდეგს:
1. სტრესის შემცირება და სიმშვიდის გაძლიერება – აშვაგანდა ხელს უწყობს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონის შემცირებას და ნერვული სისტემის სტაბილიზაციას.
2. ენერგიისა და გამძლეობის ზრდა – იგი ხელს უწყობს ფიზიკურ და გონებრივ გამძლეობას, ამცირებს დაღლილობას.
3. იმუნური სისტემის გაძლიერება – აშვაგანდა აძლიერებს იმუნიტეტს და ეხმარება ორგანიზმს უკეთ გაუმკლავდეს დაავადებებს.
4. კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესება – კვლევები აჩვენებს, რომ აშვაგანდა აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნარს.
5. სისხლში შაქრის დონის კონტროლი – აშვაგანდა ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, რაც სასარგებლოა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
როდის და როგორ გამოიყენება ის?
აშვაგანდას გამოყენებაზე რეკომენდაცია ეძლევათ როგორც ადამიანებს, ვისაც სტრესი, უძილობა ან მუდმივი დაღლილობა აწუხებს, ან მათ, ვინც ფიზიკურ დატვირთვას განიცდის და ენერგიის დონის ამაღლება სურს. იგი ხშირად გამოიყენება როგორც დანამატი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ამ საკვები დანამატის უკუჩვენებები, მისივე ანოტაციის მიხედვით, შეიძლება იყოს მასში შემავალი კომპონენტების მიმართ აუტანლობა. ხოლო თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს: თავად მცენარე აშვაგანდა, ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა) და ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა და წყალი).
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს - აშვაგანდას მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დისკომფორტი, როგორიცაა მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა, ხახის სიმშრალე, დაბალი არტერიული წნევა, გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეზე ან ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება).
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს - სწორედ მასთან ერთად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება საკვები დანამატის მიღების გაგრძელების შესახებ.
ვინ შეიძლება მიიღოს და ვინ არა?
აშვაგანდა სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტრესი და დაღლილობა აწუხებს. თუმცა, ორსულებმა, ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა, და ადამიანებმა, ვისაც თირეოიდის ან სისხლის წნევის პრობლემები აქვთ, თავი უნდა აარიდონ მის მიღებას ექიმის რჩევის გარეშე. გარდა ამისა, აშვაგანდას გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე მოზარდებში.
აშვაგანდა არის ძლიერი სამკურნალო მცენარე, რომელიც მრავალი სარგებლის წყაროა, თუმცა მისი მიღება საჭიროებს სიფრთხილეს და წინასწარ კონსულტაციას ექიმთან, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო რისკები.
NS