რატომ გაიმეტეთ ჩემი შვილი? - ემიგრაციიდან დაბრუნებული დედის შეკითხვა მარიამ ლაშხს

11.06.25 21:05
რატომ გაიმეტეთ ჩემი შვილი? - ემიგრაციიდან დაბრუნებული დედის შეკითხვა მარიამ ლაშხს

მრავალწლიანი განშორების შემდეგ დედა 19 წლის აქტივისტ გოგოს დღეს იზოლატორის კართან დახვდა. ლიკა ლორთქიფანიძის დედამ სოციალური ქსელით შეიტყო, რომ მისი ერთადერთი სტუდენტი შვილი ხმამაღლა გამოხატული პროტესტის გამო 12 დღით ციხეში გამოამწყვდიეს. იძულებით ემიგრაციაში წასულმა ქალმა სამშობლოში დაბრუნების და შვილთან ერთად ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო.

19 წლის აქტივისტის დედის მიმართვის ადრესატი მარიამ ლაშხია "ოცნების" დეპუტატი, რომელმაც 19 და 20 წლის გოგოებს დისკომფორტის შექმნა არ აპატია.

"ძირს რუსეთის დამპალი იმპერია" - ეს იყო ფრაზა, რომელსაც სტუდენტები "ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის თანდასწრებით სკანდირებდნენ. 12 დღიანი ტყვეობიდან დაბრუნებულები ამბობენ, რომ სამაგალითოდ დასჯამ გახეხვის ნაცვლად გააძლიერა და ბრძოლის გაგრძელებას ისევ თავისუფლების მთავარი მოედნიდან მშობლებთან ერთად გეგმავენ.

აქტივისტებმა იზოლატორი დატოვეს - სოფო ნიაური დეტალებით

მსგავსი სიახლეები