ორდღიანი ვიზიტი ევროპაში - მილანის შემდეგ "ოცნება" ძვირადღირებული ჯეტით უნგრეთში გადაფრინდა

11.06.25 20:08
ორდღიანი ვიზიტი ევროპაში - მილანის შემდეგ "ოცნება"  ძვირადღირებული ჯეტით უნგრეთში გადაფრინდა

მილანის შემდეგ "ოცნება"  ძვირადღირებული ჯეტით უნგრეთში გადაფრინდა - აქ  დელეგაციის შემადგენლობა გაცილებით დიდია.  ვინც მილანში არ იყო, მათთვის თბილისიდან უნგრეთში წასასვლელად კიდევ ერთი თვითმფრინავი დაიქირავეს.  ახლა ბუდაპეშტის აეროპორტში  კობახიძეს და მის მთავრობას ორი ავია-ლაინერი ელოდება. ორივე ბიუჯეტის ფულით ნაქირავები.

ჯერ იტალიური, ახლა უნგრული ვოიაჟი ხალხს სავარაუდოდ დიდი თანხა დაუჯდა.

ოპოზიცია და ყოფილი დიპლომატები სვამენ კითხვას, რა გააკეთეს ამის ფასი?  - საერთო ფოტო  ვისკონტების სახლში და უკვე გახსნილი საკონსულოს შენობის თავიდან გახსნა.

სპეციალისტების თქმით, არ არსებოს სხვა შემთხვევა,როდესაც არათუ მეორედ, პირველ ჯერზეც საკონსულოს გახსნას  პრემიერი დასწრებოდა - მათი შეფასებით,  ეს დიპლომატიური ნონსესია. 

მსგავსი სიახლეები