გავრცელებული ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

11.06.25 20:27
გავრცელებული ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, 80 წლის კაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 

 

მსგავსი სიახლეები